We found 0 results. View results
Your search results

ხელშეკრულება და კონფიდენციალურობის პოლიტიკა

                  წესები და პირობები, ხელშეკრულება და კონფიდენციალურობის პოლიტიკა

                                               წესები და პირობები – ხელშეკრულება

ზოგადი წესები 1.

შესავალი მხარეები წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „ჯეო ვებ სერვისს“ (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას (შემდგომში „წესები და პირობები“), რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდების/აპლიკაციების (შემდგომში პლატფორმა) გამოყენებასა და მომსახურების მიღებას. შპს „ჯეო ვებ სერვისის“ სერვისების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით, თქვენი და ნებისმიერი მესამე პირის სახელით, ვინც იყენებს შპს „ჯეო ვებ სერვისის“ ნებისმიერ სერვისს თქვენი ანგარიშის/პროფილის ქვეშ, შემდეგ პირობებს:

რას წარმოადგენს შპს „ჯეო ვებ სერვისი“ და რა სერვისებს გაწვდით? შპს „ჯეო ვებ სერვისი“ რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405786920, მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გიორგი მიროტაძის ქუჩა, N7, ბინა N24, (+20.79 ნიშნული); (სათაო ოფისი) ; კომპანიის საერთო ელ-ფოსტა: info@geows.ge. შპს „ჯეო ვებ სერვისი“ ფლობს და მართავს შემდეგ პლატფორმ(ებს)ას: newflat.ge, geows.ge.

შპს „ჯეო ვებ სერვისი“ პლატფორმების საშუალებით მომხმარებლებს და გამყიდველს აძლევს შესაძლებლობას შესთავაზონ, გაყიდონ და შეიძინონ სხვადასხვა სახის პროდუქტი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით. გაითვალისწინეთ, რომ შპს „ჯეო ვებ სერვისი“  არ არის მხარე გამყიდველსა და მომხმარებელს შორის და არც ტრადიციული აუქციონის მომწყობი. შპს „ჯეო ვებ სერვისი“ მხოლოდ გაწვდით ისეთ სერვისებს, როგორიცაა: პლატფორმებისა და მათში ინტეგრირებული სერვისების ხელმისაწვდომობა; მრავალფეროვანი სერვისის თუ პროდუქტის არჩევანი; გამყიდველის პროდუქტის, მათი ფასებისა და აღწერის განთავსება, ტრანსპორტირება (თუ წინასწარ განსაზღვრულია), დაბრუნების უზრუნველყოფა (წინასწარ განსაზღვრული პირობებით), მომხმარებლის სურვილებისა და პრეტენზიების მართვა და პროცესების გამარტივების მიზნით გამყიდველსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის შუამავლობა, დავის მოგვარების მიზნით გამყიდველსა და მომხმარებელს შორის შუამავლობა;

განცხადებების სიზუსტე და ფასები

თუ სხვაგვარად პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, შპს „ჯეო ვებ სერვისი“ არ აკონტროლებს და არ იძლევა გარანტიას: რეკლამირებული/განთავსებული პროდუქტის არსებობაზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე ან კანონიერებაზე; ფასების სიზუსტეზე და მათ ცვალებადობაზე, დაბრუნებაზე, მომხმარებელთა განცხადებების შინაარსის სიმართლეზე ან სიზუსტეზე; გამყიდველის პროდუქტის მიწოდების შესაძლებლობაზე და უფლებამოსილებაზე; მომხმარებლის შესაძლებლობაზე გადაიხადონ პროდუქტის საფასური;

პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პოლიტიკაზე თანხმობა

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად. რეგისტრაციის ფორმაში “ვეთანხმები წესებს და პირობებს”- მონიშვნით თქვენ ასევე ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას.

საგადასახადო კანონმდებლობა

კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.

  1. ტერმინთა განმარტებ

წესებში და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს: პროფილი (პირადი ანგარიში) – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წვდომას.

გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე/აპლიკაციაში ან ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით; პლატფორმა – კომპანიის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს კომპანიის ვებგვერდებს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით;

ვებგვერდი/აპლიკაცია – ნიშნავს კომპანიის კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებგვერდებს ან/და აპლიკაციებს: newflat.ge ან/და geows.ge.

მომხმარებელი, მომხმარებლები, თქვენ – ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც ჯეო ვებ სერვის-ის პლატფორმების სერვისების გამოყენებით სთავაზობენ ან რომელიც ჯეო ვებ სერვის-ის პლატფორმებზე იძენს ან შემდგომ იყენებს პროდუქტს ან მომსახურებას უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად; მხარეები – ნიშნავს გამყიდველს, კომპანიასა და მის მომხმარებლებს;

გამყიდველი/შემსრულებელი/განმცხადებელი/ორგანიზატორი/მესაკუთრე/განმკარგავი და ა.შ. (ფიზიკური თუ იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება), რომელიც მოქმედებს კომერციული საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოქმედებს გამყიდველი/შემსრულებელი/განმცხადებელი/ორგანიზატორი/მესაკუთრე/განმკარგავი და ა.შ. სახელით ან დავალებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონიდან გამომდინარე ითვლება მოვაჭრედ. ასეთი პირი ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი კანონის დისტანციური ხელშეკრულებისა და სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების ნორმები და კანონით დადგენილი სხვა ზოგადი მოთხოვნები და აიღოს პასუხისმგებლობა მათი დარღვევით გამოწვეულ შედეგებზე თუ ზიანზე.)

 

  1. მომხმარებლის/გამყიდველის განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი და გამყიდველი ადასტურებს და ეთანხმება, რომ:

  1. ის არის ფიზიკური სრულ ქმედუნარიანი პირი (მინიმუმ 18 წლის) ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიანი იურიდიული პირი და ამავდროულად არ არის ევროკავშირის მოქალაქე ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეზიდენტი პირი ან ევროკავშირიში დაფუძნებული იურიდიული პირი და არ არის პირი, ვისთანაც ტრანზაქციები აკრძალულია ეკონომიკური ან სავაჭრო სანქციებით;
  2. არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
  3. გააჩნია სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს (ელექტრონულად ღილაკის მონიშვნით, თანხმობის გაცხადების გზით) და შეასრულოს ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
  4. გაეცნო წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
  5. მის მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის ზუსტი და არ არის ყალბი, არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი ან/და ცილისმწამებლური;
  6. არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის თავად) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
  7. პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
  8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
  9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
  10. თანახმაა, პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
  11. დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
  12. ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
  13. არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;
  14. არ გადასცემს ჯეო ვებ სერვის-ის პლატფორმების პირად ანგარიშს და ID-ს მესამე პირს ჩვენი თანხმობის გარეშე;
  15. გამყიდველი მომხმარებელს ყოველთვის მიაწვდის სწორ ინფორმაციას უძრავი ქონების შესახებ გარდა საფუძვლიანი მიზეზის არსებობისა.
  16. არ გაავრცელებთ ან გამოაქვეყნებთ სპამს, არასასურველ/საზიანო ელექტრონული კომუნიკაციებს, ჯაჭვურ წერილებს ან პირამიდულ სქემებს;
  17. არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:

17.1. არღვევს კომპანიის კონფიდენციალურობისა და პლატფორმის გამოყენების პირობებსა და სტანდარტებსა;

17.2. არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური;

17.3. არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;

17.4. შეიცავს ვირუსებს ან მავნებელ კოდებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს ვებგვერდის/აპლიკაციის, ან მისი კონტენტის ან ჩვენი სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას;

17.5. მას ანიჭებს უნებართვო წვდომის ან ჩვენი პლატფორმიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით (ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე) ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც მას კომპანიისგან ნებართვა არ მიუღია.

  1. იქ სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და სერვისზე წვდომას, ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე/პლატფორმაზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლება გამოსადეგი იყოს ჩვენი პლატფორმის მომხმარებელთათვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ პლატფორმაზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან /და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობის თაობაზე.
  2. მომხმარებელის და გამყიდველის პლატფორმების საშუალებით დაკავშირების შემდეგ მათ შორის შესაძლოა დაიდოს ხელშეკრულება, მათ შორის ქირავნობის, იჯარის, გირავნობის, ნასყიდობის, მომსახურების ან/და იპოთეკის და სხვ. ხელშეკრულება/შეთანხმება. ჯეო ვებ სერვისი არ არის რომელიმე ასეთი ხელშეკრულების მხარე, თუ წინამდებარე წესებითა და პირობებით სხვა რამ არ არის დადგენილი. იგი მხოლოდ მხარდამჭერია მომხმარებლებს შორის პლატფორმის საშუალებით შეთანხმების მიღწევისა და მისი აღსრულების პროცესში, რაც გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევისას. შესაბამისად, კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:

19.1. გამყიდველის ან/და მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;

19.2. გამყიდველის ან/და მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე.

19.3. პლატფორმებზე განთავსებულ პროდუქტთან დაკავშირებული ნებართვის, ლიცენზიის, სერთიფიკატის არსებობაზე, თუ მისი არსებობა გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით.

19.4. მომხმარებელსა და გამყიდველს შორის შემდგომი კომუნიკაციის დამყარებაზე ან/და მის შედეგებზე;

19.5. გამყიდველის მიერ პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე, აღწერასთან შესაბამისობაზე და აგრეთვე პლატფორმის საშუალებით გამყიდველის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე;

19.6. გამყიდველის ან/და მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.

19.7. პლატფორმაზე ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე გარდა იმ შემთხვევისა როცა ეს გამოწვეულია შპს „ჯეო ვებ სერვისის“ ბრალეულობით.

19.8.აუქციონის გაუქმების/შეჩერების ან/და შეკვეთის/ორდერის გაუქმების/შეჩერების შედეგად დამდგარ შედეგზე/ზიანზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

19.9. გამყიდველის ან/და მომხმარებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის გაუქმებით/შეჩერებით დამდგარ შედეგზე.

19.10. გამყიდველის მიერ მომხმარებლის მიმართ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი საქართველოს კანონით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებების ნორმების დარღვევით დამდგარ შედეგზე (თუ გამყიდველი არ არის ჯეო ვებ სერვისი).

19.11. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირი ოპერაციის, ვალდებულების, ან გადასახდელის განსაზღვრასა და გადახდაზე, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებელსა და გამყიდველს შორის არსებული გარიგებიდან;

19.12. მომხმარებლის/გამყიდველის მიერ პლატფორმებზე განთავსებულ განცხადებებზე თუ ისინი არღვევენ მესამე პირების საავტორო ან მომიჯნავე უფლებებს.

19.13. მომხმარებელსა და გამყიდველს შორის დადებული ხელშეკრულების ჯეროვან, მათ შორის დროულ, სწორ თანმიმდევრულ შესრულებასა და მის შედეგებზე;

  1. კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;
  2. კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გამყიდველის/მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის/გამყიდველის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
  3. მომხმარებელსა და გამყიდველს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.
  4. პლატფორმებზე რეგისტრაცია, ანგარიშის (პროფილის) გახსნა და დახურვა
  5. ჯეო ვებ სერვის-ის პლატფორმებისა და სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია ამ წესებისა და პირობების შესაბამისად პლატფორმებზე დარეგისტრირების შემდეგ. რეგისტრაციის დასრულებისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს და განაცხადოს თანხმობა წინამდებარე წესებსა და პირობებზე და კონფიდენციალობის პოლიტიკაზე .
  6. მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურებით სარგებლობისთვის:

3.1. მომხმარებელი შედის პლატფორმაზე: newflat.ge ან/და geows.ge.

3.2. მომხმარებელი და გამყიდველი რეგისტრაციის ფანჯარაში უთითებს სახელს, გვარს, სქესს, ელფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, პაროლს და ნიშნავს „ვეთანხმები წესებსა და პირობებს და კონფიდენციალობის პოლიტიკას“ (ასევე წოდებული „სტანდარტული რეგისტრაცია“).

3.3. რესგიტრაციისას შესაძლოა გამოჩნდეს დამატებითი კითხვარი მომხმარებელის სტატუსთან დაკავშირებით – მესაკუთრე/აგენტი/სააგენტო ასევე იურიდიული პირია თუ ფიზიკური პირი. იურიდიული პირი (საბროკერო კომპანია, აგენტი, დეველოპერული კომპანია, ინტერიერის დიზაინერი და ა.შ) რეგისტრაციის ფანჯარაში დამატებით უთითებს თავის სტატუსს და რეგისტრაციის დროს მოთხოვნილ აუცილებელ ინფორმაციას.

3.4. ამასთანავე, მომხმარებელი და გამყიდველი ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ რეგისტრაციით:

ა) შესაძლებელია, კომპანიის მომსახურების ნაწილი მისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გააჩნია;

ბ) კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისთვის მომხმარებლის/გამყიდველის მონაცემების გაზიარების ან/და მათგან მომხმარებლის/გამყიდველის მონაცემების გამოთხოვის თაობაზე;

გ) მომხმარებელი/გამყიდველი ამ პუნქტში განსაზღვრული წესით რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლის/გამყიდველის პროფილში (შემდგომში „პირადი ანგარიში/პროფილი“) უთითებს საკუთარ სახელს, გვარს, სქესს, პირად ნომერს, მობილური ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს, იურიდიული პირის/გამყიდველის შემთხვევაში აგრეთვე კომპანიის/გამყიდველის მონაცემებს: საიდენტიფიკაციო კოდს, დასახელებასა და საქმიანობის სფეროს (კომპანიის მოთხოვნისამებრ); ანგარიშის ნომერს; იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის წვდომა კომპანიის პლატფორმაზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არაუფლებამოსილი პირის მიერ კომპანიის პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომის ან/და პლატფორმის საშუალებით რაიმე ქმედების განხორციელების შემთხვევაზე. რეგისტრაციისას მომხმარებელი/გამყიდველი უფლებამოსილია მიუთითოს ის ანგარიშის ნომერი, რომელზეც სურს მიემართოს მის სასარგებლოდ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომპანიის პლატფორმის საშუალებით ჩარიცხული თანხები. მომხმარებელი/გამყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს მითითებული ანგარიშის ნომერი. ანგარიშის ნომრის სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს/გამყიდველს;

3.5. რეგისტრაციის დასასრულებლად და პირადი ანგარიშის (პროფილის) გასააქტიურებლად მომხმარებელმა/გამყიდველმა სავალდებულო წესით უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება კომპანიის კონფიდენციალობის პოლიტიკას და წინამდებარე წესებსა და პირობებს;

3.6. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი/გამყიდველი უფლებამოსილია ისარგებლოს პლატფორმებზე განთავსებული ან/და კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურებით/სერვისებით;

3.7. მომხმარებელი/გამყიდველი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს/გამყიდველს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება.

3.8. მომხმარებელი/გამყიდველი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის/გამყიდველის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს/გამყიდველს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის/გამყიდველის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;

3.9. პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით, მომხმარებელი/გამყიდველი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას მომხმარებლის/გამყიდველის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3.10. მომხმარებელი/გამყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე (პროფილზე) არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის/გამყიდველის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან/გამყიდველისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.

3.11. მომხმარებელი/გამყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს/დახუროს მისი ანგარიში (პროფილი) როგორც საკუთარი გვერდიდან ასევე ელ-ფოსტაზე info@geows.ge შესაბამისი წერილის მოწერით. წერილი გამოგზავნილი უნდა იყოს პროფილზე/ანგარიშზე რეგისტრირებული ელ-ფოსტიდან. პროფილის/ანგარიშის გაუქმების მიუხედავად ფინანსური ინფორმაცია ინახება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით არაუმეტეს 10 წლის ვადით. ბარათით გადახდის შემთხვევაში „ჯეო ვებ სერვისი“ არ ანხორციელებს ბარათის მონაცემების შენახვას.

3.12. აკრძალულია მომხმარებლის/გამყიდველის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.

  1. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
  2. მომხმარებლის სახელი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია – და

1) რომელიც მის მიერ რეგისტრაციის დროს არის მითითებული (ელ-ფოსტის მისამართი); ან

2) კომპანიის მიერ მისთვის განსაზღვრული სხვა ნებისმიერი პარამეტრი;

  1. პაროლი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს მის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციისას;
  2. სტანდარტული რეგისტრაციის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარი სურვილისამებრ შეცვალოს პაროლი;
  3. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს კომპანიის მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერადი წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე კომპანიისგან იღებს შეტყობინებებს კომპანიის სერვისთან დაკავშირებით;
  4. მომხმარებლის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, რაც უნიკალურია და საჭიროა მომხმარებლის იდენტიფიკაციის მიზნებისათვის;
  5. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე შეტყობინებებს კომპანიისაგან;
  6. მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დამატებით.
  7. ავტორიზაცია
  8. ანგარიშის (პროფილის) რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის ან/და აპლიკაციის გამოყენების მიზნით მომხმარებელი/გამყიდველი გადის ავტორიზაციას.
  9. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის/გამყიდველის მიერ დაფიქსირებული სახელის ან/და ელფოსტის, ტელეფონის ნომრით და პაროლის საშუალებით.
  10. პლატფორმაზე ავტორიზაციისას მომხმარებელი/გამყიდველი უფლებამოსილია საკუთარ მონაცემებს დაუკავშიროს, მათ შორის, სოციალური ქსელ(ებ)ის (facebook, google+) გვერდ(ებ)ი და აპლიკაციაში შესასვლელად გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელის ანგარიში, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში.
  11. აკრძალული ოპერაციები და დამატებითი გარანტიები:
  12. კომპანიის პლატფორმების საშუალებით მკაცრად აკრძალულია შემდეგი პროდუქტის შეძენა ან/და გაყიდვა ან/და პოპულარიზაცია:

1.1 ნარკოტიკული საშუალებები ან მასთან დაკავშირებული ატრიბუტები;

1.2 თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის პოპულარიზაცია, რეალიზაცია ან/და რეკლამირება;

1.3 ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა;

1.4 საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები;

1.5 პორნოგრაფიული მასალა;

1.6 მთავრობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ლიცენზიები, ასევე რეპროდუქცია და ინოვაციის ნიმუშები;

1.7 არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული მომსახურება;

1.8 მრავალდონიანი მარკეტინგული, პირამიდის სტილის სავაჭრო ან Ponzi სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა სწრაფი გამდიდრების სქემები ან მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროგრამები;

1.9 პროდუქტი, რომელიც არღვევს მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ელექტრონული სახის გადმოსაწერი პროგრამებით არაკანონიერ სარგებლობას;

1.10 პროდუქტი, რომელიც არ აკმაყოფილებს მისი პლატფორმაზე განთავსების დროისთვის არსებულ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოქმედ მოთხოვნებს ან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია მისი პლატფორმის საშუალებით რეალიზაცია.

1.11 სესხის, ავტოსესხის, ლომბარდის, ლიზინგის ან/და სხვა მსგავსი პროდუქტის/სერვისის შეთავაზების შემცველი განცხადებ/ებ/ის განთავსება კომპანიის თანხმობის გარეშე.

  1. კომპანია უფლებას იტოვებს, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გაზარდოს ან შეამციროს აღნიშნული აკრძალული ოპერაციების კატეგორიები;
  2. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი/გამყიდველი განახორციელებს, ან შეეცდება განახორციელოს ოპერაცია ამ მუხლში მითითებული ამკრძალავი დებულებების დარღვევით, კომპანია უფლებას იტოვებს:

3.1.შეწყვიტოს ან შეაჩეროს მომხმარებელის/გამყიდველის პირადი ანგარიშით განხორციელებული ოპერაცია; ან/და

3.2.ხარვეზის აღმოფხვრამდე ჩათიშოს პრობლემური პროდუქტი პლატფორმიდან ან/და;

3.3. აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციის შესახებ; ან/და

3.4.შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მხარეთა შორის არსებული დამატებითი შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და;

3.5.დაბლოკოს/წაშალოს პლატფორმაზე არსებული მომხმარებლის/გამყიდველის ანგარიში (პროფილი) ან/და

3.6.მოითხოვოს დამდგარი ზიანის ანაზღაურება.

  1. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ და კომპანიის ყოველგვარი პასუხისმგებლობის გამორიცხვით, ცალმხრივად, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს/გამყიდველს დაუწესდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები და შესაბამისად, იგი გახდა „სანქცირებული პირი”.
  2. ჯეო ვებ სერვის-ის პასუხისმგებლობა და შეზღუდვის ფარგლები
  3. თქვენ ადასტურებთ, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა ჯეო ვებ სერვის-ის სერვისებითა და პლატფორმებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
  4. ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრუნვით და წინამდებარე წესებში აღწერილი პირობების შესაბამისად. ჩვენ არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ ვიძლევით სერვისთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოვრიცხავთ (კანონით დადგენილ ფარგლებში) ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ პლატფორმა ან/და სერვისი იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
  5. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის:

ა) თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის. კომპანიის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე ვრცელდება კომპანიის ვალდებულებების განზრახ, ბრალეულ დარღვევაზე და გულისხმობს ამგვარი დარღვევის შედეგად დამდგარი პირდაპირი ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ვალდებულებას.

ბ)თქვენს მიერ პლატფორმაზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის/პლატფორმის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებგვერდიდან/პლატფორმიდან ან მისი მომსახურებიდან.

  1. თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე სერვისში რაიმე ცვლილების, სერვისის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში.
  2. თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ სერვისი, რომელიც ეკუთვნის კომპანიას ან მომსახურების მომწოდებლებს ან პლატფორმას, არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ პლატფორმის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
  3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვის ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;
  4. თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელი მოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება (კომპანიის მითითების შესაბამისად) ან კომპანიამ შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.
  5. ჯეო ვებ სერვისი არ არის პასუხისმგებელი (თუ თავად არ არის გამყიდველი):
  6. პროდუქტის ხარისხზე, მის ქარხნულ ან/და ვიზუალურ წუნზე ან/და მის განცხადებასთან შესაბამისობაზე;
  7. მომსახურების ხარისხზე და მის განცხადებასთან შესაბამისობაზე (გამონაკლისია, როცა იგი თავად არის შემსრულებელი);
  8. კომერციული ან კანონისმიერი საგარანტიო პირობების არსებობისას, საგარანტიო ვადაში გამყიდველის/სერვის ცენტრის მიერ ასეთი პირობებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასა ან/და არაჯეროვან შესრულებაზე;
  9. ნაკლის მქონე პროდუქტის რეალიზაციის შედეგად დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს მიუღებელ შემოსავალს, ბიზნესის დანაკარგს და რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანს.
  10. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირი ოპერაციის, ვალდებულების, ან გადასახდელის განსაზღვრასა და გადახდაზე, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებელსა და გამყიდველს შორის არსებული გარიგებიდან;
  11. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის კომპანიის მხრიდან ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.
  12. აუქციონის კომპანიის მხრიდან ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.
  13. გამყიდველის/მოვაჭრის მიერ ნებისმიერი მიზეზით პროდუქტის ჩაუბარებლობის, პროდუქტის დაბრუნებაზე უარის გაცხადების, საგარანტიო პირობების შეუსრულებლობაზე, საგარანტიო პირობებში სერვის ცენტრის მიერ მომსახურების გაწევაზე უარის გაცხადების ან არადამაკმაყოფილებელი მომსახურების გაწევის შემთხვევებზე. აღნიშნულ შემთხვევებზე პასუხისმგებელია მხოლოდ გამყიდველი/მოვაჭრე.
  14. მოქმედების ვადა და შეწყვეტა
  15. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის/გამყიდველის მიერ ამ წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების (ელექტრონულად მონიშვნის) შემდეგ და ძალაში რჩება მომხმარებლის/გამყიდველის რეგისტრაციის/ანგარიშის (პროფილის) გაუქმებამდე.
  16. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მომხმარებლის/გამყიდველის ინიციატივით ნებისმიერ დროს.
  17. მომხმარებელი/გამყიდველი ხელშეკრულების შეწყვეტას ახდენს კომპანიისთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების (ელ-ფოსტით) გაგზავნის გზით. მომხმარებელი/გამყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების კომპანიისთვის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღეში სრულად დაფაროს კომპანიის/მომხმარებლის/გამყიდველის წინაშე არსებული დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეასრულოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული ვალდებულებები.
  18. გამყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად უზრუნველყოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე რეალიზებული პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდება და პროდუქტზე გაცემული საგარანტიო პირობების ფარგლებში შესაბამისი მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე სერვის ცენტრის/საგარანტიო მომსახურება.
  19. კონფიდენციალობის პოლიტიკა
  20. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას. ჩვენს ნებისმიერ პლატფორმაზე მათ შორის newflat.ge ან/და geows.ge.
  21. კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.
  22. კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.
  23. ერთიანი ხელშეკრულება
  24. წინამდებარე წესები და პირობები მომხმარებლებსა და კომპანიას შორის დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას პლატფორმის ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს პლატფორმასთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
  25. კომუნიკაცია ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით.

ტელ: 032 2 054374

           579287576

ელ-ფოსტა: info@geows.ge

  1. გარდამავალი დებულებები
  2. წესებში და პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
  3. კომპანია უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოსთხოვოს მომხმარებელს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
  4. კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია ან პლატფორმაზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი არასწორად, წინამდებარე წესების და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს;
  5. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს/გამყიდველს შეუწყვიტოს ან შეუჩეროს პირად ანგარიშზე (პროფილზე) წვდომა, წაშალოს მისი განცხადება ან პირადი ანგარიში (პროფილი) ასეთ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი/გამყიდველი არღვევს წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წესებს ან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულს შემთხვევაში. აღნიშნული უფლების განხორციელებისას კომპანია თავისუფლდება ყველა სახის პასუხისმგებლობისგან.
  6. კომპანია არ აგებს პასუხს ვებ–გვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის ან შეფერხების გამო, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.
  7. კომპანიას უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
  8. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
  9. მომხმარებელი/გამყიდველი კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
  10. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;
  11. პაკეტების ყიდვა
  12. მესაკუთრე, აგენტი და სააგენტო უფლებამოსილნი არიან თვეში ერთი პროფილით განათავსოს მხოლოდ ერთი განცხადება. ყველა განცხადება გამოქვეყნებამდე გადის მოდერაციას, რომელსაც ამოწმებს ჯეო ვებ სერვისის თანამშრომელი. ჯეო ვებ სერვისი ინახავს მომხმარებლის ip-მისამართს იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე ან აგენტი ერთიდაიგივე ip- მისამართიდან განათავსებს განცხადებას, მოდერატორი არ დაადასტურებს განაცხადს.
  13. მესაკუთრე, აგენტი ან სააგენტო უფლებამოსილნი არიან ამ ხელსკრულების 17-1 მუხლში მითითებული რაოდენობის გარდა განათავსონ დამატებითი განცხადებები ფასიანი პაკეტის შეძენის გზით.
  14. ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
  15. ნახეთ ხელმისაწვდომი პაკეტები და გადახდის მეთოდები – ავტორიზაციის შემდგომ ჩანს პროფილის ყველა გვერძე, რომელზე დაჭერის შემდეგაც მომხმარებელს გამოუჩნდება მისთვის შეთავაზებული პაკეტი.
  16. ფასიანი პაკეტები ინდივიდუალურია მესაკუთრისთვის, აგენტისთვის და სააგენტოსთვის და განისაზღვრება შემდეგნაირად.

 

 

ა. მესაკუთრე

ბ. აგენტი

გ. სააგენტო –

  1. მომხმარებელსა და გამყიდველს გამქირავებელს დამგირავებელს შორის ურთიერთობა

სამართლებრივი და ფინანსური ურთიერთობა მომხმარებელსა და გამყიდველს შორის რეგულირდება კომპანიის მონაწილეობის გარეშე (თუ ჯეო ვებ სერვისი თავად არ არის გამყიდველი), დამოუკიდებლად. გამყიდველი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის უტყუარობასა და შესაბამისობაზე. გამყიდველი პასუხისმგებელია პროდუქტის უფლებრივ და ნივთობრივ ნაკლზე, პროდუქტის/პროდუქტის მიწოდებაზე და დაბრუნებაზე. შესაბამისად, ნებისმიერი სახის პრეტენზიის დასაფიქსირებლად, რაც შეიძლება წარმოგეშვათ პროდუქტთან დაკავშირებით მიმართეთ პირადად გამყიდველს.

  1. კომპანიის პასუხისმგებლობის გამორიცხვა ➢ მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანია არ არის პასუხისმგებელი პროდუქტის რაიმე სახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში, აღნიშნულის თაობაზე მომხმარებელი მიმართავს მხოლოდ გამყიდველს.

➢ კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ იმ სერვისზე /პროდუქციაზე, რომლის რეალიზაციასაც ახდენს თვითონ.

  1. 20. პაკეტის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების წეს

კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს. მომხმარებლის მიერ განხორციელებული/დაფიქსირებული ტრანზაქციის/შეკვეთის კომპანიის მხრიდან ამ თავში განსაზღვრული საფუძვლით გაუქმების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმებამდე. კომპანიის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე არსებული ვალდებულება ითვლება შესრულებულად და კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სხვა სახის ვალდებულება გარდა ზემოაღნიშნულისა.

  1. უძრავი ქონების შესახებ განცხადების პლატფორმაზე განთავსებ
  2. მხარეები აცნობიერებენ და ადასტურებენ, რომ თავად კომპანია არ სთავაზობს უძრავ ქონებას კლიენტს და არ ქირაობს განმცხადებელს კონკრეტული უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით; 2. განმცხადებელი უძრავ ქონებაზე ინფორმაციას და მისი მდგომარეობის ამსახველ ფოტომასალას პლატფორმაზე ათავსებს შესაბამის საინფორმაციო ველებში შეყვანით.
  3. ავტორიზაციისას მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
  4. კლიენტს მთავარი მენიუდან შეუძლია შეარჩიოს უძრავი ქონებისა და გარიგების ტიპი, ტერიტორია, ფასი და სხვა, რის შემდეგად პლატფორმაზე შერჩეული ფილტრების შესაბამისად შეარჩევს კლიენტისთვის სასურველ პროდუქტებს.

 

22. დავების გადაწყვეტის წესი

ყველა დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმლებლობის შემთხვევაში დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

 

  • ვალუტის შეცვლა

Compare Listings